თუშეთის გზაზე მდებარე ტყეში, სოფელ ლეჩურის სიახლოვეს ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
სტიქიის ზონაში ხანძრის საწინააღმდეგო სამუშაოებში მეორე დღეა მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც მეხანძრე- მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟი, ისე სატყეო სამსახურის თანამშრომლები.
კვამლი გუშინ ადგილობრივებმა შენიშნეს და შესაბამის სამსახურებს შეატყობინეს. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრშია, ამიტომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა შორიდანაც კარგად ჩანს, რომ ეპიცენტრში ცეცხლის რამდენიმე კერაა.
კომენტარები