ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „დალასთან“ 119:144 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14:33 წუთი გაატარა და 14 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა.
28 მატჩის შემდეგ „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის ბოლოს ადგილს იკავებს. შემდეგ მატჩს სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 27 დეკემბერს, „იუტას“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები