უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად კუპიანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებები რჩება.
განსაკუთრებით აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს ხერსონთან. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთის არმიის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის ქსელი და გაჩნდა ხანძარი.
თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე გახდა საავადმყოფოც. უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ფრონტის ხაზზე 57 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
კომენტარები