სლოვაკეთის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც პრაღაში მომხდარი მასობრივი მკვლელობის გამეორებას გეგმავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 64 წლის კაცი ქალაქ ჟილინაში დააკავეს, მას შემდეგ რაც ის საგანგებო სამსახურს დაუკავშირდა და განაცხადა, რომ იმის გამეორებას გეგმავდა, „რაც პრაღაში მოხდა“. კერძოდ, მას აინტერესებდა, სად შეეძლო შეეძინა ამისთვის საჭირო იარაღი. მას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები