„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა, ზურა ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განმარტებები გააკეთა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, ექსპრეზიდენტი სტაციონარში მკურნალობის გასაგრძელებლად არსებულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რა თქმა უნდა გაუმჯობესებულია. გაუმჯობესებულია მისი სასიცოცხლო პარამეტრები. მაინც საყურადღებოდ რჩება ლაბორატორიული კვლევის შედეგები. პერიოდულად აღენიშნება წნევის ცვალებადობა. ხშირ შემთხვევაში ეს უკავშირდება ვიზიტორებს. ვთვლით, რომ ამ ეტაპზე პაციენტი აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც აუცილებელია სტაციონარში მკურნალობის გასაგრძელებლად“, – აცხადებს ჩხაიძე.
კომენტარები