კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში უბედური შემთხვევა მოხდა.
როგორც „იმედს“ ადგილიდან აცნობეს, ძლიერმა ქარმა რკინის კონსტრუქცია მოგლიჯა და კაცს დაეცა. 79 წლის პენსიონერი ადგილზე, სასწრაფო დახმარების მისვლამდე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
კომენტარები