პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს 8 ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა. ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხ მუნიციპალიტეტს – ამბროლაურს,ონს, ცაგერს და ლენტეხს თანაბრად გაუნაწილდათ, რომლებიც უახლოეს მომავალში სამ მარშრუტად: ქალაქში, სოფლებსა და მუნიციპალიტეტების ცენტრებს შორის ივლის.
ავტობუსების შეძენით რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე დასასწრებად ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ავტობუსები უფასოდ მოემსახურებათ