უმცროსი სერჟანტი ჯონი თოფურია სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2023 წლის 10 საუკეთესო ქართველ სპორტსმენთა შორის დასახელდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე პარაკარატისტია, რომელიც ოთხგზის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი, შესაბამისმა ფედერაციებმა. საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონია, ტრადიციულად, ერთადერთი სპორტული მედიაკავშირი JAKO -ს საიუბილეო საღამოს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, თბილისის მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების მთავარი სპონსორი და მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.