პოლონეთში მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.
მედიის ინფორმაციით, დანაშაული ვროცლავში მოხდა და მას წინ დაპირისპირება უძღოდა.
შაბათს, 27 იანვარს, დილის 5 საათზე ქალაქის ცენტრში ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რასაც 21 წლის ადგილობრივის სიკვდილი მოჰყვა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა იარაღითაა ჩადენილი მკვლელობა.
კომენტარები