რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის აღმოსავლეთ, ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებს დრონებით შეუტიეს. იერიშები მიიტანეს მიკოლაევის და დნეპროპეტროვსკის მიმართულებით.
განგაში იყო გამოცხადებულ კიევისა და ოდესის ოლქებშიც. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება დონეცკის ოლქი, სადაც გუშინ მომხდარი აფეთქებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. დონეცკში რუსეთის მიერ დანიშნული მმართველობა მომხდარზე პასუხისმგებლობას კიევს აკისრებს.
კომენტარები