მექნება თხოვნა ყველას მისამართით, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ზედმეტი ემოციისგან გავთავისუფლდეთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მისი განცხადების შემდგომ, სპორტსმენები თავად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში და ითანამშრომლეს გამოძიებასთან.
„გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. ჩემი განცხადების შემდგომ, სპორტსმენები თავად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან. გამომდინარე აქედან, მათი დაკავების საფუძველი გამოძიებას არ ჰქონდა“,- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.
“მექნება თხოვნა, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით ზედმეტი ემოციისგან გავთავისუფლდეთ”
2016/05/26 12:36:15
ნანახია: 1801 ჯერ