„ხალხის ძალის“ ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას განცხადებას გამოეხმაურა.
მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას რევოლუციის გუგუნი ელანდება.
„ჯანაშიას ის არც შემთხვევით და არც წამოცდენით არ უთქვამს, რადგან ყოველდღიურად ისინი ამ გეგმას განიხილავენ მათი უცხოელი პატრონების მეთაურებით. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ხალხისგან უკვე ხმა აღარ ესმით, ახლა ესმით და ელანდებათ რევოლუციის გუგუნი. ხაზარაძეს რაც შეეხება, ისიც კი ცდილობს – დემოკრატიის ქურქი მოისხას, მაგრამ ეს არავის სჯერა. ეს არის მათი მთლიანი ნაწილი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ფილიალები აქვს „ნაცმოძრაობას“, სწორედ ამას ვგულისხმობთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, თემურ ჯანაშიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს წინარევოლუციურ პროცესში.