პარიზში ისრაელ-ჰამასის ომის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკება გაიმართა. როგორც ისრაელის მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, ისრაელის, ამერიკის, ეგვიპტისა და კატარის წარმომადგენლებმა ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტასთან დაკავშირებით „შეთანხმების მონახაზი“ შეიმუშავეს. საუბარია 40 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, 6 კვირით ცეცხლის შეწყვეტასა და ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებაზე.
ინფორმაციას ადასტურებენ „ჰამასშიც“. მათი ცნობით, ახალი გეგმა 40-მდე ისრაელელი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ 300-მდე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას და საბრძოლო მოქმედებებში ექვსკვირიან პაუზას ითვალისწინებს.
კომენტარები