თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ცნობილი ილუზიონისტის, ზურაბ ვადაჭკორიას სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ქუჩის გახსნას სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი ზურაბ ჩიკვილაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრები, ზურაბ ვადაჭკორიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ნინო ვარდოსანიძის, განცხადებით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ცნობილი ილუზიონისტის, ზურაბ ვადაჭკორიას, სახელობის ქუჩა სწორედ იმ უბანში გაიხსნა, რომელშიც ის ცხოვრობდა.
კომენტარები
