ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს წინ სამხედრო მფრინავმა თავის დაწვა სცადა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას სიცოცხლისთვის საშიში, კრიტიკული დაზიანებები აქვს მიღებული. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, რომ ცეცხლმოკიდებული კაცი ყვირის „გაათავისუფლეთ პალესტინა“.
გამოძიებას ვაშინგტონის პოლიციის დეპარტამენტი და საიდუმლო სამსახური აწარმოებენ.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ისრაელის საელჩოს თანამშრომლები კაცს არ იცნობდნენ.
კომენტარები