„ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები“, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა რუსთაველის გამზირზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილ ღონისძიებაზე ყოფნისას გააკეთა.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, დღეს, ქვეყანას ჰყავს საკუთარი ჯარი, ძალიან ძლიერი პოლიცია და უსაფრთხოების სისტემა, რომელიც, საქართველოს დიდ პერსპექტივებზე მეტყველებს.
„ალბათ 25 წლის წინ, რაზეც შეიძლება გვეოცნება და გვეფიქრა, გაგვეაზრებინა, ეს იყო მხოლოდ ერთი სიტყვა – „დამოუკიდებლობა“, „სუვერენიტეტი“.
დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ინსტიტუტები, გვყავს ჩვენი ჯარი, ძალიან ძლიერი პოლიცია, უსაფრთხოების სისტემა, ყველა ინსტიტუტი არის თანამედროვე ევროპული სტანდარტის დემოკრატიული ინსტიტუტი, რაც, საერთო ჯამში, გვაგრძნობინებს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები“,-განაცხადა სესიაშვილმა.
” ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები”
2016/05/26 14:49:44
ნანახია: 1673 ჯერ