„ქრონიკის“ სპეციალური კორესპონდენტი ილანა ჯანაშვილი ისრაელის მოქალაქეს ესაუბრა. მირიან ატიასიმ გუშინ ისრაელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა. მისი თქმით, ისრაელის ჯარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ „ყველაფრის გადალახვა შეუძლია“.
„ისრაელში დავიბადე და გავიზარდე. ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში. 4 შვილის დედა ვარ, შემეშინდა, არ ვიცოდით რა მოხდებოდა, გავამზადეთ თავშესაფარი და მთელი ღამე ველოდებოდით დრონები როდის მოაღწევდნენ ჩვენამდე. ისრაელის ჯარმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ყველაფრის გადალახვა შეუძლია. ჩემი ოთხი მეგობარი იმყოფებოდა სტუმრად ეკვადორიდან. დაგეგმილი გვქონდა ტურები და უცბად დავიწყე მათთვის თავშესაფრის ჩვენება და ახსნა იმისა, რომ თუ განგაშის ხმა გაისმა, არ შეეშინდეთ და თავი შეაფარონ თავშესაფარს. სრულ გაურკვევლობაში და შიშში გაატარეს მთლიანი ღამე. მეორე მხრივ კი, კარგად გაიაზრეს როგორ ცხოვრობს ისრაელის მოსახლეობა“, – განაცხადა ისრაელის მოქალაქემ.
