14 ივნისს ქუთაისში +34 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარებს. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21. ბათუმში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
ფოთშიც დარია. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +31 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
მესტიაში წვიმიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში გამოიდარებს. დღე +33 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +33 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ბორჯომშიც წვიმს. დღისით +33 იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.
გორში დღისით +32 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
გუდაურშიც იწვიმებს, დღე +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +22, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით წვიმიანი ამინდი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც წვიმიანი დღე იქნება. დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით +34 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
