ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანის რაიონებში ჯანტასა და ბარაახიტაში „ჰეზბოლას“ ჰაერსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
გარდა ამისა, ისრაელის საჰაერო ძალებმა კფარკელას რაიონში „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობიც დაბომბა.
მანამდე, როგორც ისრაელის თავდაცვის არმია იტყობინება, მათ მაღალი სიზუსტის მქონე იარაღის გამოყენებით „ჰამასის“ სამხედრო ფრთის ტერორისტი გაანადგურეს, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტზე თავდასხმის დროს, რომელიც ხან-იუნისის მახლობლად მდებარე სკოლასთან მოხდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც დაზარალდა. ისრაელის არმია ამ ინციდენტს იკვლევს.
კომენტარები