ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონი, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსების მიმდებარედ არსებული სკვერის კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.
პროექტის მიხედვით, 2 400 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდება. დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. მოეწყობა სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და ადაპტირებული კიბეები; დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.
ამ ეტაპზე, ტენისისა და კალათბურთის მოედნების მოსაწყობად ტერიტორიის მოსწორება-მოშანდაკება მიმდინარეობს. არმირების სამუშაოები უკვე შესრულდა. ასევე, უკვე ჩაიწყო სარწყავი სისტემის, დეკორატიული განათებისა და სამეთვალყურეო კამერების კაბელარხები.
მიმდინარე სამუშაო პროცესი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
ზღვისუბნის მე-11 მიკრორაიონი, მე-2 კვარტლის N24-25-26 კორპუსების მიმდებარედ სკვერის კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 793 000 ლარს დახარჯავს.