უკრაინაში რუსეთის დანაკარგები მაისსა და ივნისში მნიშვნელოვნად გაიზარდა და უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მიმდინარე ომის პერიოდში. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მაისსა და ივნისში რუსეთის დანაკარგები [დაღუპულები და დაჭრილები] შესაძლოა 70 ათასზე მეტ ჯარისკაცს შეადგენდეს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის საბრძოლო დანაკარგების ზრდას უკავშირებს ხარკოვის ოლქში ახალი ფრონტის გახსნას.
„მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალმა მიდგომამ გაზარდა ზეწოლა ფრონტის ხაზზე, უკრაინის ეფექტური დაცვა და მომზადების ნაკლებობა ამცირებს რუსეთის უნარს გამოიყენოს ნებისმიერი ტაქტიკური მიღწევები“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
კომენტარები