საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში „მთის დღეები 2024-ი“ დღეს იწყება.
თუშეთში, ხევსურეთში, მესტიაში, ყაზბეგში ჩასული სტუმრები სხვადასხვა აქტივობაში მიიღებენ მონაწილეობას. მოეწყობა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება საბავშვო და შემეცნებითი გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
კომენტარები