საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გიორგი მიქაუტაძეს, ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს მოსახლეობას მიქაუტაძისთვის ოქროს ბუცის მინიჭებას ულოცავს.
„ვულოცავ საქართველოს, მის ეროვნულ ნაკრებს, გიორგი მიქაუტაძეს და ნაკრების თითოეულ წევრს! ისტორია დაწერილია!!“, – წერს მამუკა მდინარაძე.
გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელია.
კომენტარები