საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა სამხედროებმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს.
+78კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ. წონით კატეგორიაში პრიზიორი გახდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსი დავითაშვილი, ხოლო +81 კგ. წონით კატეგორიაში II ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის სერჟანტი დავით უძილაური გახდა.
სპორტული შეჯიბრებები ბოსნია და ჰერცოგოვინას დედაქალაქში – სარაევოში გაიმართა.
კომენტარები