საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი ადასტურებს, რომ თომას კრუკსი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი, 2022 წელს კომპანიის სარეკლამო ვიდეორგოლში გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„2022 წელს ჩვენ გავავრცელეთ რეკლამა „ბეთელ პარკის“ საშუალო სკოლის მასწავლებლის მონაწილეობით, რომელშიც რამდენიმე მოსწავლე გამოჩნდა [კადრში], მათ შორის თომას მეთიუ კრუკსი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
თომას კრუკსმა 2022 წელს დაამთავრა „ბეთელ პარკის“ საშუალო სკოლა.
BlackRock-ში განაცხადეს, რომ ყველა ვიდეო მასალას ხელმისაწვდომს გახდიან შესაბამისი ორგანოებისთვის, ხოლო აღნიშნული ვიდეო კი უკვე წაშალეს ინტერნეტ-სივრციდან.
„ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა ამაზრზენია“, – განაცხადეს კომპანიაში.