2024 წლის 2 კვარტლის მონაცემებით, საქართველოში 2,123,816 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც +10%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურისტული ვიზიტები იზრდება როგორც ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სპარსეთის ყურიდან და ახალი ტურისტული ბაზრებიდან ინდოეთიდან და ჩინეთიდან.
საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.
კომენტარები