მალტელი პოლიტიკოსი რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა ევროპარლამენტარმა მიიღო, რომელთაგან 562-მა მხარი სწორედ რობერტა მეცოლას დაუჭირა, 61 დეპუტატის ხმა მიიღო ესპანელმა მემარცხენე პოლიტიკოსმა – ირენ მონტერომ. კენჭისყრა სტრასბურგში გაიმართა.
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს. მან ეს თანამდებობაზე პირველად 2022 წლის დასაწყისში დაიკავა.
კომენტარები