ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააკავეს, რომლებიც უკრაინის მხარდამჭერი სახელმწიფოების წინააღმდეგ კიბერ შეტევებს ახორციელებდნენ.
ესპანეთის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულები ესპანეთისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების სამთავრობო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ კიბერ შეტევებში მონაწილეობდნენ. მათ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად პოლიციამ კომპიუტერები და დოკუმენტური მასალა ამოიღო.
როგორც პოლიციაში აცხადებენ, კიბერთავდასხმები მიმართული იყო უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სამთავრობო სექტორში საჯარო და კერძო ორგანიზაციების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სერვისების წინააღმდეგ.
პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.
კომენტარები