სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ საქარტველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბედი საქართველოში მატროსოვის დაწესებულებასა და სასამართლოსთან არის დაკავშირებული. სუბრამა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პოლიტიკაში“ განაცხადა, რომ სააკაშვილს იგივე ბედი ელის უკრაინაშიც, ვინაიდან უკრაინელი ხალხი მიხვდა თუ ვისთან აქვს საქმე.
“საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ბედი უახლოეს მომავალსა და საკმაოდ შორეულ მომავალშიც ერთადერთ ადგილს, კონკრეტულ დაწესებულებას, მატროსოვის N9-ე დაწესებულებას უკავშირდება, სხვას ვერაფერს დაუკავშირდება და სასამართლოს პროცესებს, რომელიც აუცილებლად გაიმართება.
რაც შეეხება უკრაინას, მგონი უკრაინაშიც იგივე ბედი ელის… არ ვიცი, რა ჰქვია იქაურ მატროსოვს, მაგრამ ისე მიდის პროცესები, რომ დაახლოებით იგივე ბედს უმზადებენ… უკრაინელმა ხალხმა დაინახა ვისთან აქვს საქმე”, – განაცხადა სურაბმა ჟურნალისტის საპსასუხოდ იმასთან დაკავშირებით თუ უკრაინას უფრო უკავშირდება საააკაშვილის ბედი თუ საქართველოს.