ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა, რომ ზაფხულის ბოლომდე უკრაინა დამატებით 100 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ივლისსა და აგვისტოში დამატებით 100 000 საარტილერიო ჭურვს გავაგზავნით [უკრაინაში]. ჩვენ ახლა ვეძებთ სახსრებს კიდევ უფრო მეტი საბრძოლო მასალის შესაძენად, რათა ეს ინიციატივა 2025 წელსაც გაგრძელდეს“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ჩეხეთის ინიციატივას ახლა უკვე 18 ქვეყანა შეუერთდა. აქედან 15-მა უკვე შეასრულა ვალდებულებები და შეიტანა წვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმარისი თანხაა 2024 წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 500 000 საბრძოლო მასალის მიწოდებისთვის.
კომენტარები