კალიფორნიის შტატში ძლიერი ხანძარია. ხანძარმა უკვე გაანადგურა ტყის მასივის ათასობით ჰექტარი და 134 შენობა ნაგებობა. ამ დროისთვის 4 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად 42 წლის ადგილობრივი მკვიდრის მიერ ცეცხლმოკიდებული მანქანის ხევში გადაგდება სახელდება. მამაკაცი დაკავებულია.
კომენტარები