პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამშობლოში დაბრუნდა. აეროპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ. ბაზაძემ მედიასთან ოლიმპიადაზე ჩატარებული საკუთარი თამაში შეაფასა და მსაჯის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება უსამართლო იყო, თუმცა დანებებას არ აპირებს.
მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც 27 ივლისს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობდა, 1/8-ფინალში მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილებით ეგვიპტელ ამერთან 14:15 დამარცხდა.
კომენტარები