“ქართველებს რუს ხალხზე უფრო ახლობელი ერი არ ჰყავთ, დაწყებული რწმენით და დამთავრებული მენტალობით”, – ამ სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს რუსული გამოცემა “იზვესტია” ცნობილ ქართველ ბანთან პაატა ბურჭულაძესთან.
“პაატა ბურჭულაძე იმის შესახებ, რატომ თვლის თავს საბჭოთა ადამიანად”, – იუწყება ინტერვიუს შესავალი.
“როგორ შემიძლია, მე თავს არ ვთვლიდე საბჭოთა ადამიანად, თუკი მე გავიზარდე სსრ კავშირში? მე ძალიან ბევრი მეგობარი დამრჩა რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, როგორ დავივიწყო ისინი? ჩვენ ერთნაირად აღვიზარდეთ, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ვთვლი, რომ გაგვიმართლა, რომ ერთ დიდ ქვეყანაში გავიზარდეთ, სადაც ბევრი კარგი რამ ხდებოდა. ნახევარი სიტყვითაც ვუგებთ ერთმანეთს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი შვილიშვილები ერთმანეთისთვის უცხოელები იქნებიან. ეს ძალიან მადარდებს”, – ამბობს ქართველი ბანი “იზვესტიასთან” ინტერვიუში, ხოლო რეპლიკაზე: “რუსებს უყვართ ქართველი ვარსკვლავები, დაწყებული ზურაბ სოტკილავათი და დამთავრებული კახა ცისკარიძით”, პაატა ბურჭულაძე პასუხობს:
“ქართველებსაც არავინ ჰყავთ უფრო ახლობელი ერი, ვიდრე რუსეთია. დაწყებული რწმენითა და დასრულებული მენტალობით”, ხოლო ინტერვიუს მსვლეობისას ამბობს:
“მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებულად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მე ვსწავლობდი მშვენიერ პედაგოგთან – ევგენი ივანოვთან. მთელს მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ”, – აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს სრული, რუსულენოვანი ვარიანტი იხილეთ ბმულზე: http://izvestia.ru/news/519688