პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ოლიმპიადა მოგებით გახსნა.
ქართველმა მოლდოველ მიჰაილ ლატიშევს დამატებით დროში სძლია და მერვედფინალში გავიდა. ტატომ მეტოქე ორჯერ გააფრთხილებინა, თუმცა ლატიშევი საბოლოოდ აკრძალული ილეთის გამო გამოეთიშა ასპარეზობას.
ტატოს მომდევნო მეტოქე სავარაუდოდ ავსტრიის წარმომადგენელი ვაჰიდ ბორჩაშვილი იქნება.
დღეს შეჯიბრებაზე გამომსვლელი მეორე ქართველი – ოლიმპიური თამაშების დებიუტანტი ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველ შეხვედრაში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან იპონით დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.
შეგახენებთ, რომ პარიზში საქართველო ნაკრები ჯერ მედლის გარეშეა.
კომენტარები