თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ლგბტ ლობიმ დასავლეთი მძევლად აიყვანა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ერდოღანმა გააკრიტიკა ოლიმპიადის გახსნის ცერემონია პარიზში, როგორც ამაზრზენი თავდასხმა კაცობრიობის წმინდა ფასეულობებზე და განაცხადა, რომ ეს იყო შეურაცხყოფა ქრისტიანული სამყაროსთვის და ლგბტ ლობის თავს მოხვევა.
ერდოღანმა ანკარაში მმართველი პარტიის წევრებს განუცხადა, რომ ოლიმპიადა ავგულად გაიხსნა კაცობრიობის, შემოქმედებისა და იმ ფასეულობების მიმართ, რომლებიც ადამიანებს ადამიანებად აქცევს.
ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამ აღნიშნა ლგბტ ლობის თავს მოხვევა, რომელმაც, მისი თქმით, ევროპა და დასავლეთი მძევლად აიყვანა.
კომენტარები