ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. ბექაური ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაერთო.
ამ დროისთვის საქართველოს თამაშებზე ერთი მედალი აქვს – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მოპოვება შეძლო.
კომენტარები