„ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ირანულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ინფორმაციით, აიათოლა ალი ხამენეიმ ბრძანება ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გასცა.
„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
გავრცელებული ინფორმაციით, ისმაილ ჰანიე თეირანში მართვადი რაკეტით მოკლეს.
მართვადი რაკეტა თეირანში მდებარე იმ სახლს მოხვდა, სადაც ჰანიე იყო დაბინავებული. მკვლელობა ადგილობრივი დროით დაახლოებით 02:00 საათზე განხორციელდა.
კომენტარები