თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლებული ჟურნალისტის, ალსუ კურმაშევას შვილს დაბადების დღე მიულოცა.
აშშ-ის პრეზიდენტმა მოზარდს, თეთრ სახლში მყოფ გათავისუფლებული პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად, დაბადების დღის მისალოცი სიმღერა უმღერა.
როგორც ბაიდენმა აღნიშნა, მირიამი ხვალ 13 წლის ხდება და ამ დაბადების დღეს დედასთან ერთად აღნიშნავს.
რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ალსუ კურმაშევა ყაზანში გასული წლის ოქტომბერში დააკავეს. მას ბრალად ედებოდა „უცხოურ აგენტად“ რეგისტრაციისთვის საბუთების არწარდგენა და არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება. ივლისში მას სასამართლომ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთის 6,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარები