პარიზის ოლიმპიადაზე დღეს ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე გამოვიდა. მან პნევმატიკური იარაღით 25 მეტრი დისტანციიდან სროლაში მიიღო მონაწილეობა. ნინო სალუქვაძე ფინალში ვერ გადავიდა და პარიზში ასპარეზობა დაასრულა.
ის ოლიმპიადაზე 10 მეტრიდან პნევმატიკური პისტოლეტით სროლის საკვალიფიკაციოშიც გამოვიდა და ფინალის საგზური ვერც მაშინ მოიპოვა.
ქართველ ლეგენდარულ სპორტსმენს, ნინო სალუქვაძეს, რომლისთვისაც პარიზიც ოლიმპიადა უკვე მეათე იყო, ოლიმპიადებზე თითო ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
კომენტარები