თურქეთის ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების საბჭოს სოციალურ ქსელ Instagram-ზე წვდომა დაბლოკა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბლოკირების მიზეზები და ვადები არ საჯაროვდება, თუმცა თურქული გაზეთი Birgün წერს, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა ირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობას უკავშირდებოდეს. კერძოდ, ჰანიეს გარდაცვალების შემდეგ, Instagram-მა სამძიმრის შემცველი პოსტები დაბლოკა.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების მართვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ფაჰრეტინ ალთუნმა ეს გადაწყვეტილება დაგმო და მას ცენზურის მცდელობა უწოდა.
ისმაილ ჰანიე თეირანში მოკლეს. „ჰამასის“ წარმომადგენელი ირანში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე იყო ჩასული. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. „ჰამასმა“ მომხდარზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა, თუმცა ისრაელს მკვლელობასთან კავშირი არ უღიარებია.