რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ქალაქ ჩასივ იარისკენ წინ წაიწიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ბრძოლები გრძელდება ასევე სოფელ ნოვოსელივკა პერშოისა და ზალიზნის სიახლოვეს. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, წინა ხაზზე 3 აგვისტოს 22:00 საათის მდგომარეობით, დღე-ღამის განმავლობაში უკვე 120 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
კომენტარები