ისრაელის მიერ ღაზის სექტორში სკოლის დაბომბვას 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ არაბული ტელეარხი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასის“ სკოლის შენობას თავს ადგილობრივი მცხოვრებლები და ლტოლვილები აფარებდნენ.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ისრაელის მხარე. „ცახალის“ ცნობით, შენობაში „ჰამასს“ იარაღის წარმოებისა და მართვის ცენტრი ჰქონდა განთავსებული.
კომენტარები