თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აკრიტიკებს სოციალური მედიის კომპანიებს და ამტკიცებს, რომ ისინი ცდილობენ „პალესტინელი ხალხის ხმის ჩახშობას“.
გასულ კვირას თურქეთის ხელისუფლებამ დაბლოკა წვდომა Instagram-ზე. როგორც თურქეთში ამტკიცებენ, Instagram-მა დაბლოკა „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებული სამძიმრის პოსტები.
„ჩვენ ვდგავართ ციფრული ფაშიზმის წინაშე, რომელსაც არ აქვს ტოლერანტობა თუნდაც პალესტინელი მოწამეების ფოტოების მიმართ და დაუყოვნებლივ კრძალავს მათ“, – აღნიშნა რეჯეფ ტაიფ ერდორანმა.
„ისინი მიმართავენ ყველა საშუალებას ისრაელის სისასტიკის დასამალად და პალესტინელი ხალხის ხმის ჩასახშობად“, – დასძინა მან.
კომენტარები