გაეროს შიდა ზედამხედველობის სამსახურმა, „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაში, პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცხრამეტი თანამშრომლის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ გამოძიება დაასრულა.
ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ საკმარისი სამხილები არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ ისრაელზე თავდასხმაში პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს ცხრა თანამშრომელი მონაწილეობდა.
„ჩვენთვის, თავდასხმებში ნებისმიერი მონაწილეობა უზარმაზარ ღალატს წარმოადგენს იმ სამუშაოს მიმართ, რომელსაც პალესტინელი ხალხის სასარგებლოდ უნდა ვასრულებდეთ“, – ნათქვამია ორგანიზაციის სპიკერის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
კომენტარები