ისრაელის ძალებმა „ჰეზბოლას“ ელიტარული ქვედანაყოფის, „რადვანის“ მეთაური, ალი ჯამალ ალ-დინ ჯავადი გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ძალებმა „ჰეზბოლას“ მეთაური დრონის მეშვეობით გაანადგურეს.
ისრაელის თავდაცვით ძალებში განაცხადეს, რომ ალი ჯამალ ალ-დინ ჯავადის ლიკვიდაცია მნიშვნელოვანი დარტყმაა „ჰეზბოლას“ შესაძლებლობებზე, განახორციელოს თავდასხმები ისრაელზე.
კომენტარები