დიდ ბრიტანეთში არეულობების დროს სამართალდამცველებმა 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.
როგორც ბრიტანული მედია აღნიშნავს, დაკავებულთა რიცხვი უახლოეს დღეებში გაიზრდება.
არეულობა დიდ ბრიტანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე თავდასხმა სცადეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.
არეულობამ დიდი ბრიტანეთის რამდენიმე ქალაქი მოიცვა, მათ შორის როტენჰემი, სადაც ადგილობრივები თავს დაესხნენ სასტუმროს, რომელშიც მიგრანტები ცხოვრობენ.
კომენტარები