რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა, დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.
როგორც პუტინმა აღნიშნა, შეხვდება კონკრეტული უწყების წარმომადგენლებს, რათა განიხილონ თუ რა ვითარებაა ამჟამად კურსკის ოლქში.
„კიევის რეჟიმმა მოაწყო მორიგი მასშტაბური პროვოკაცია. ახორციელებს სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი კორპუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის რაკეტებით. ჩვენი შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ მექნება შეხვედრა უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან – თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, „ფეესბესთან“, ვგულისხმობ, ფედერალური უშიშროების სამსახურის საზღვრის კონტროლის დეპარტამენტს და კოლეგებისგან კიდევ ერთ ანგარიშს მოვისმენთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
კომენტარები