საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში თავის ირანელ კოლეგას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს, რათა თავიდან აიცილოს ახალი სამხედრო ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში.
„ახალი სამხედრო ესკალაცია არავის, მათ შორის ირანის, ინტერესებში არ იქნება და გრძელვადიან ზიანს მიაყენებს რეგიონულ სტაბილურობას“, – განუცხადა მაკრონმა მასუდ პეზეშკიანს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ირანელ კოლეგას მოუწოდა, უარი თქვას შურისძიების ლოგიკაზე.
კომენტარები