ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ალი ბაგერიმ განაცხადა, რომ ისრაელმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მოკვლით.
„ქმედება, რომელიც სიონისტებმა ჩაიდინეს თეირანში, სტრატეგიული შეცდომა იყო, რადგან ეს მათ ძვირი დაუჯდებათ“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა.
ბაგერიმ ისრაელი დაადანაშაულა დაძაბულობის, ომისა და კონფლიქტის სხვა ქვეყნებში გაფართოების სურვილში.
„სიონისტებს არ არიან იმ მდგომარეობაში, რომ ომი წამოიწყონ ირანის წინააღმდეგ. მათ ამის არც უნარი აქვთ და არც ძალა“, – დასძინა მან.
კომენტარები