ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ის ღრმად წუხს იმის გამო, რომ 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტა მოხდა.
ჟურნალ Time-თან ინტერვიუში ნეთანიაჰუს კითხვა დაუსვეს, მოიხდის თუ არა ბოდიშს იმ დღის მოვლენებისთვის.
„ბოდიში? რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი რამ მოხდა. [ასეთ დროს] ყოველთვის უკან იხედები და ამბობ: შეგვეძლო რამე გაგვეკეთებინა ამის თავიდან ასაცილებლად?“ – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
„მე ვთქვი, რომ ომის დასრულების შემდეგ, შეიქმნება დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეისწავლის ყველაფერს, რაც მანამდე მოხდა და ყველას მოუწევს პასუხის გაცემა რთულ კითხვებზე, მათ შორის მეც“, – დასძინა მან.
კომენტარები